კომპანია იქსმარკეტის საგარანტიო პირობები:
Xmarket-ში შეძენილ კომპიუტერულ ტექნიკაზე იძლევა გარანტიას შემდეგი პირობებით:
• სისტემური ბლოკი და მაკომპლექტებლები – 1 წელი
• მონიტორი (დამოკიდებულია მწარმოებელზე) – 1–დან 3 წლამდე
• უწყვეტი კვების წყარო (UPS) – 1 წელი 3 წლამდე
• კვების წყარო – 1 თვიდან 1 წლამდე
• კლავიატურა, მაუსი, სპიკერები, ყურსასმენები, ვიდეოთვალი, მოდინგი – 1 კვირიდან 1 წლამდე
გთხოვთ თითოეულ პროდუქციაზე გადაამოწმოთ საგარანტიო ვადები საიტზე ასრსებულ სპეციფიკაციებში.
საგარანტიო მომსახურება:
• საგარანტიო მომსახურება გულისხმობს გაყიდვის შემდეგ დაზიანებული მოწყობილობების უფასო და აუცილებელ შეკეთებას (შეცვლილი, დაზიანებული ნაწილი რჩება მწარმოებლის საკუთრებაში);
• საგარანტიო ვადა, მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების თანახმად, განისაზღვრება შესაკეთებელი მოწყობილობის სერვის ცენტში წარდგენიდან 30 სამუშაო დღით;
• საგარანტიო მომსახურების მასალებად ნივთის მფლობელმა სერვის ცენტრში უნდა წარადგინოს შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი;
• საგარანტიო მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელია დაცული იქნას მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები ტექნიკაზე თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად;
საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება თუ:
• გასულია საგაარანტიო ვადა;
• შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარდგენილი და ამავდროულად გასულია ელექტრონული გარანტიის ვადა;
• შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი;
• დაზიანებულია პროგრამული მხარე (საგარანტიო მომსახურება არ მოიცავს მოწყობილობის უზრუნველყოფას);
• მოწყობილობას აღენიშნება ფიზიკური დაზიანება;
• მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;
• დაზიანება გამოწვეულია მოწყობილობაში უცხო სხეულების ან ნივთების შეღწევით;
• დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილებები), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების და პირობების დარღვევით;
• სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოები ჩატარებულია არა ავტორიზებული პირის მიერ;
• მოწყობილობის ეკრანს აღენიშნება ხუთი ან ნაკლები დამწვარი პიქსელი;
• გასაწმენდია (ნოუთბუქის, დესკტოპის) ქულერი;
• ბატარეას ამოწურული აქვს რესურსი საგარანტიო პერიოდის გასვლამდე;