Personal menu
ძებნა
თქვენი კალათა ცარიელია

სარგებლობის პირობები

ძირითადი დებულებები:
1. საიტი xmarket.ge ეკუთვნის შპს იქსმარკეტს.
2. შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ქვემოთ მოყვანილ წესებს.
3. გამყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ქვემოთ მოყვანილ წესებში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს წესებს შეკვეთის განთავსებამდე.

რეგისტრაცია:
1. შეკვეთის განთავსებისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საიტზე.
2. გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი რეგისტრაციის დროს მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე.
3. გამყიდველი არ აგებს პასუხს მომხმარებლის ანგარიშის არასანქცირებულ გამოყენებაზე. თუ მომხმარებელს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის ანგარიშს იყენებენ მისი ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ ბანკსა და საიტის ადმინისტრაციას.

შეკვეთის გაფორმება და შესრულება:
1. შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია:
• დამკვეთის სახელი და გვარი
• მიმღების სახელი და გვარი
• პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი
• შეკვეთის მიწოდების მისამართი
• საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
2. შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელს აცნობებენ გადამზიდავისთვის საქონლის გადაცემის მოსალოდნელ ვადას. ეს ვადა დამოკიდებულია გამყიდველის საწყობში საქონლის არსებობაზე და შეკვეთის დამუშავების ხანგრძლივობაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილია რამოდენიმე პროდუქტი და რომელიმე მათგანი გამყიდველს საწყობში არ აქვს, გამყიდველი აცნობებს მომხმარებელს ამის შესახებ. მომხმარებელს შეუძლია დაეთანხმოს იმ საქონლის შეძენას, რაც არსებობს საწყობში იმ მომენტისთვის, დაელოდოს მთლიანი შეკვეთის შევსებას ან გააუქმოს შეკვეთა.
4. ყველა პროდუქციის აღწერილობა, რომელიც განთავსებულია საიტზე, ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს და სრულად ვერ ასახავს საქონლის პარამეტრებს და მახასიათებლებს, როგორიცაა ფერი, ზომა, წონა და ა.შ. ამ პარამეტრების დასაზუსტებლად, მომხმარებელმა უნდა მიმართოს გამყიდველს შეკვეთის განთავსებამდე.
5. შეკვეთის განთავსებისას, პლასტიკური ბარათის პარამეტრების შეყვანის შემდეგ, ხდება მითითებული თანხის დაბლოკვა მომხმარებლის ანგარიშზე. მომხმარებლის ანგარიშიდან თანხა იხსნება  შეკვეთის კურიერის მიერ მიწოდების შემდეგ.
6. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს არ აღმოაჩნდა საწყობში შეკვეთილი პროდუქციიდან ერთ–ერთი და მომხმარებელი დათანხმდა დანარჩენი საქონლის შეძენას, მომხმარებლის ანგარიშიდან იხსნება მხოლოდ იმ დანარჩენი საქონლის ღირებულება, ხოლო დარჩენილი თანხა თავისუფლდება დაბლოკვისგან

საქონლის მიწოდება:
1. საქონლის მიწოდების პირობები მითითებულია საიტზე, საინფორმაციო განყოფილებაში, „ტრანსპორტირება და დაბრუნებები“–ში.
2. საქონლის მიწოდების ღირებულება ითვლება საიტზე მითითებული რეგიონების  მიხედვით. 
3. მიწოდებისას საქონელი გადაეცემა მომხმარებელს ან იმ პირს, რომელიც დახვდება კურიერს შეკვეთისას მითითებულ მიმღების მისამართზე. მომწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს მიმღების პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
4. შეკვეთის გადაცემისას მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს საქონლის ვიზუალური მდგომარეობა და რაოდენობა.
5. პროდუქტის გარეგნული დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს არ ჩაიბაროს ამანათი, დაუბრუნოს კურიერს და აცნობოს გამყიდველს დაბრუნების მიზეზი.
6. მომხმარებელი ადასტურებს საქონლის მიღებას საბუთზე ხელის  მოწერით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქონელი გადაეცა სრულად და ფიზიკური დაზიანებების გარეშე.

საქონლის დაბრუნება:
1. ონლაინ შეძენილი საქონლის დაბრუნების წესები იხილეთ ბმულზე.

გარანტია:
2. გაყიდულ საქონელზე ვრცელდება გამყიდველის გარანტია საგარანტიო პირობების თანახმად.

ფორსმაჟორი:
1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული მათი მოვალეობების სრულად ან ნაწილობრივ შესრულებისგან და მათი დაგვიანებით შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან, თუ ხსენებული გამოწვეულია ფორს–მაჟორული გარემოებებით.
2. ფორს–მაჟორული გარემოებები მოიცავს: ომებს, გაფიცვებს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობებს, ბუნებრივ სტიქიურ უბედურებებს, იმ სახელმწიფო დაწესებულებების და ადმინისტრაციის მიერ კანონმდებლობის თუ სამართლებრივი აქტების მიღებას, სადაც სრულდება გადაზიდვა.