Personal menu
ძებნა
თქვენი კალათა ცარიელია

დაბრუნების პოლიტიკა

ოლაინ შეძენილი პროდუქციის უპირობოდ დაბრუნების პირობები

14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ შეძენელი ტექნიკა მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე.
ეს ვადა აითვლება:
• მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
• ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
• მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
• საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან;
ეს წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე. კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.

ფიზიკური პირებისათვის ნივთის დაბრუნება ხდება შემდეგი პირობებით:
1. დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განცხადება, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია:
• მოვაჭრის მიერ მითითებული სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ფაქსის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• შეკვეთის თარიღი;
• შეკვეთის მიღების თარიღი;
• მომხმარებლის სახელი;
• მომხმარებლის მისამართი;
• მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);
• ფორმის შევსების თარიღი;
2. განაცხადის გადაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის შეტყობინებების ველში
3. მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს შეძენილი პროდუქტის ღირებულება, დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
4. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
5. ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების პუნქტის, მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
6. ნივთის დაბრუნების პუნქტანდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯს.
7. თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
8. თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ტექნიკური(ქარხნული) წუნი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით.
9. დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ გადახდილი თანხა.
10. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით (აქსესუარები, ყურსასმენი, დამტენი, კაბელები....), და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ყუთის გახსნა საქონლის დათვალიერების მიზნით არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად. ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ელ. ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
11. ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
12. მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში.

დაბრუნებას არ ექვემდებარება:
• ნივთი, დამზადებულია მომხმარებლის შეკვეთით;
• გახსნილი ჰიგიენური ნივთები;
• დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
• „მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.“;
• დამატებითი მომსახურება, რომელიც განხორციელდა მიწოდების შემდეგ: მონტაჟი, წმენდა, პროგრამების ინსტალაცია;
• ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები;
• მომხმარებლის ნივთი, რომელსაც აღმოაჩნდება რაიმე სახის გარეგანი დაზიანება განსხვავებით ჩაბარების მომენტისა, სადაც ამ უკანასკნელს აქვს ხელმოწერა, რომ ჩაიბარა გარეგნულად უნაკლო პროდუქტი;

მომხმარებლის საყურადღებოდ:
• ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურეთ, რომ: ჩაიბარეთ შემოწმებული, ფიზიკურად უნაკლო პროდუქტი;
• დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა (ყუთის გახსნა საქონლის დათვალიერების მიზნით არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად) ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი;
• ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება;